ამ წუთებში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მერდვედფინალური მატჩი მიმდინარეობს პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის. ანგარიში გონსალო რამოშმა ჟოაო ფელიქსის გადაცემით გახსნა და პორტუგალია დააწინაურა.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე "მილანისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ოლივიე ჟირუ შესანიშნავად გამოიყურება. მან უკვე გადაუსწრო ტიერი ანრის და თავისი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ბომბარდირი გახდა. ჟირუ თავდაპირველად კატარში არც კი აპირებდა წასვლას, მაგრამ "მილანში" წარმატებული ასპარეზობისა და კარიმ ბენზემას ტრავმის შემდგომ "მამლებისთვის" შეუცვლელი ფიგურა გახდა.
გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა - აღნიშნულ ფაქტს არგენტინის ნაკრების და ფრანგული პსჟ-ს შემტევი, ლიონელ მესიც გამოეხმაურა...
ჟიულ კუნდემ საფრანგეთისა და პოლონეთის მატჩში 41 წუთი ყელსაბამით ითამაშა. ნებისმიერი სახის სამკაულით თამაში სასტიკადაა აკრძალული, მაგრამ 23 წლის ფეხბურთელის ყელსაბამი ხაზის მსაჯმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს შეამჩნია. სწორედ ამ დროს სთხოვეს კუნდეს მისი მოხსნაც.
გერმანიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატია ჯგუფურ ეტაპზე რჩება. აღნიშნულ ფაქტს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსიც ეხმაურება:
ინგლისის ნაკრებმა მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. 57-ე წუთზე ბუკაიო საკამ ფილ ფოდენის გადაცემით სენეგალის კარში ინგლისელთა მხრიდან მესამე ბურთი გაიტანა.