"ეს ფაქტორი იყო ჯგუფიდან ვერ გასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი", - მათეუსმა ფლიკი გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"ეს ფაქტორი იყო ჯგუფიდან ვერ გასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი", - მათეუსმა ფლიკი გააკრიტიკა

"ეს ფაქტორი იყო ჯგუფიდან ვერ გასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი", - მათეუსმა ფლიკი გააკრიტიკა
4-12-2022, 19:24
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა - აღნიშნულ ფაქტს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსიც გამოეხმაურა:

"გუნდი კარგად მომზადებული არ ყოფილა და ეს შეცდომა მწვრთნელს უნდა დავაბრალო, მიუხედავად იმისა, რომ ჰანს ფლიკი აქამდე არასდროს გამიკრიტიკებია.

პირადად ჩემთვის, მისი კანდიდატურა გერმანიის ნაკრების მწვრთნელად მისაღებია, თუმცა, პირველ თამაშში ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომ სხვაგვარად მოქცევაც შეიძლებოდა.

მრავალი ცვლილება, განსაკუთრებით მარჯვენა მცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე იყო ჯგუფიდან ვერ გასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.", - განაცხადა მათეუსმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი