"მათი სახლში გაშვება შეგვიძლია" | რა თქვეს მწვრთნელებმა? » სპორტის ხაზი

"მათი სახლში გაშვება შეგვიძლია" | რა თქვეს მწვრთნელებმა?

"მათი სახლში გაშვება შეგვიძლია" | რა თქვეს მწვრთნელებმა?
6-12-2022, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 23:00 საათზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის უკანასკნელი 1/8 ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს მურატ იაკინის შვეიცარია და ფერნანდო სანტუშის პორტუგალიის ნაკრები დაუპირისპირდებიან.

ცხადია, მატჩამდე ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გამართა პრესონფერენცია, სადაც მათ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრეს: "იმის მიუხედავად, რომ პორტუგალია ძალიან კარგი ნაკრებია, სტატისტიკების მოშველიება საჭირო სულაც არაა, რათა დავამტკიცოთ, რომ მათი სახლში გაშვება შეგვიძლია. ჩვენ პატარა ქვეყანას წარმოვადგენთ და ყოველი მცირედი წარმატება ძალიან გვახარებს. ამ ეტაპისთვის, ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ, რის გამოც შვეიცარია კიდევ უფრო მოძლიერდა. რასაკვირველია, განსაკუთრებით კრიშტიანუს დავაკვირდებით, რადგან მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში, თუმცა, გარდა ამისა, სანტუშს კიდევ არაერთი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს და ყურადღება არც მათ უნდა მოვაკლოთ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის პენალტებისთვის." - შვეიცარიის მწვრთნელი, მურატ იაკინი.

აი, რას ამბობს იაკინის დღევანდელი მეტოქის მთავარი მწვრთნელი, ფერნანდო სანტუში: "შვეიცარია ძალიან კარგი, ტაქტიკურად გამართული გუნდია და მათთან გამარჯვება იოლი ნამდვილად არ იქნება. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველაზე კარგი შემადგენლობა დავაყენო, რათა მეტოქის დამარცხება შევძლოთ. კრიშტიანუს რაც შეეხება, მასთან სატრანსფერო სიახლის შესახებ არც მისაუბრია, რადგან რონალდოც ისეა ახლა ნაკრებსა და მუნდიალზე ორიენტირებული, როგორც ყველა დანარჩენი ფეხბურთელი. პორტუგალიას 1990 წლიდან მოყოლებული სანაკრებო დონეზე კარგი შედეგები აქვს. ჩვენ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ორჯერ ვიყავით, ერთხელ კი მისი მოგება მოვახერხეთ. გარდა ამისა, მუნდიალის ნახევარფინალიც ვითამაშეთ. მოკლედ, ყველაფერი კარგადაა და ასე უნდა გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაც შეგვიძლია."

შეგახსენებთ, რომ სანამ შვეიცარია და პორტუგალია ითამაშებენ, იქამდე ესპანეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებული გაირკვევა და სწორედ ეს იქნება ის გუნდი, რომელსაც მურატ იაკინისა და ფერნანდო სანტუშის ნაკრებებს შორის გამარჯვებული 1/4 ფინალში შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.