კუნდე: "ყელსაბამის მოხსნა დამავიწყდა" » სპორტის ხაზი

კუნდე: "ყელსაბამის მოხსნა დამავიწყდა"

კუნდე: "ყელსაბამის მოხსნა დამავიწყდა"
5-12-2022, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

ჟიულ კუნდემ საფრანგეთისა და პოლონეთის მატჩში 41 წუთი ყელსაბამით ითამაშა. ნებისმიერი სახის სამკაულით თამაში სასტიკადაა აკრძალული, მაგრამ 23 წლის ფეხბურთელის ყელსაბამი ხაზის მსაჯმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს შეამჩნია. სწორედ ამ დროს სთხოვეს კუნდეს მისი მოხსნაც.

ამ ინციდენტის შესახებ ჟიულმა კომენტარი მატჩის შემდეგ გააკეთა: "ყელსაბამი დამავიწყდა. ეს არასდროს დამმართნია. არც ესპანეთში, არც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ახლა დამავიწყდა. მსაჯმა უბრალოდ მითხრა, რომ მომეხსნა. მეტი არაფერი."

შეგახსენებთ, რომ პოლონეთს "მამლებმა" ანგარიშით 3:1 მოუგეს. მეოთხედფინალში ფრანგები ინგლისს დაუპირიაპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი