"ნოიერი ხელშეუხებელი აღარ არის და ფლიკმა ამ საკითხზე უნდა იფიქროს", - ეფენბერგის რჩევა მწვრთნელს » სპორტის ხაზი

"ნოიერი ხელშეუხებელი აღარ არის და ფლიკმა ამ საკითხზე უნდა იფიქროს", - ეფენბერგის რჩევა მწვრთნელს

"ნოიერი ხელშეუხებელი აღარ არის და ფლიკმა ამ საკითხზე უნდა იფიქროს", - ეფენბერგის რჩევა მწვრთნელს
4-12-2022, 17:58
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მოთამაშემ , შტეფან ეფენბერგმა მანუელ ნოიერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 36 წლის მეკარე ხელშეუხებელი აღარ არის.

"ფლიკმა ნოიერის საკითხზე უნდა იფიქროს. ჩვენ ბედნიერები და ამაყები უნდა ვიყოთ, რომ ამ დონის მეკარე გვყავს ნაკრების კარში, მან ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მეკარეების თამაშში და თავისი კვალიც დატოვა, მაგრამ ბოლო პერიოდში ნოიერს ასევე ჰქონდა ბევრი ტრავმა ამ ასაკში კი იგივე დონეზე დაბრუნება ტრავმის შემდეგ, არც ისე ადვილია.

ნოიერმა თქვა, რომ გაგრძელება სურს, მაგრამ გადაწყვეტილება ფლიკის მისაღებია. მან უნდა გაუგზავნოს ყველას მკაფიო სიგნალი, რომ ფეხბურთელები ვერ გადაწყვეტენ ნაკრებში მნიშნელოვან საკითხებს. ნოიერი უკვე აღარ არის ხელშეუხებელი.

ნაკრებში ასევე გვყავს ტერ შტეგენი და ტრაპი, ეს იქნება სიგნალი ასევე გულშემატკივრებისთვისაც, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე წელიწადნახევრით ადრე...
", - განაცხადა ეფენბერგმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.