სტერლინგმა ყატარი დატოვა და ინგლისში გაემგზავრა - ფეხბურთელს პრობლემები აქვს » სპორტის ხაზი

სტერლინგმა ყატარი დატოვა და ინგლისში გაემგზავრა - ფეხბურთელს პრობლემები აქვს

სტერლინგმა ყატარი დატოვა და ინგლისში გაემგზავრა - ფეხბურთელს პრობლემები აქვს
5-12-2022, 16:23
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ინგლისი სენეგალს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 იმარჯვა.

ძირითად შემადგენლობაში ბევრი 'ჩელსის' შემტევს რაჰიმ სტერლინგს ელოდა, თუმცა როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, 27 წლის ფეხბურთელს ოჯახური პრობლემები შეექმნა, ამიტომ ინგლისში სასწრაფოდ გამგზავრება მოუწია.

საქმე ისაა, რომ ინგლისში სტერლინგის სახლი შეიარაღებულმა ქურდებმა გაძარცვეს, რა დროსაც ფეხბურთელის მეუღლე და შვილები სახლში იმყოფებოდნენ. ამიტომ რაჰიმს მალევე მოუხდა ყატარის დატოვება და სახლში დაბრუნება.

როგორც შემდეგ შემტევის მეუღლემ თქვა ყველაფერი კარგად არის და ყველანი თავს დამშვიდებულად გრძნობენ. რაც შეეხება სტერლინგს, ახლა მისი გადასაწყვეტია შეუერთდება თუ არა ეროვნულ ნაკრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი