ტიტემ ინფორმაცია დაადასტურა - ნეიმარი გამოჯამრთელდა და დიდი ალბათობით სამხრეთ კორეიის წინააღმდეგაც ითამაშებს » სპორტის ხაზი

ტიტემ ინფორმაცია დაადასტურა - ნეიმარი გამოჯამრთელდა და დიდი ალბათობით სამხრეთ კორეიის წინააღმდეგაც ითამაშებს

ტიტემ ინფორმაცია დაადასტურა - ნეიმარი გამოჯამრთელდა და დიდი ალბათობით სამხრეთ კორეიის წინააღმდეგაც ითამაშებს
5-12-2022, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

მედიაში ბრაზილიელი გულშემატკივრებისთვის სასიხარული ინფორმაცია გავრცელდა - როგორც მედიამ დაადასტურა 'პსჟ' - ს ერთ-ერთი ლიდერი გამოჯამრთელდა და ის სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაცია სელესაოს თავკაცმა, ტიტემაც დაადასტურა და განაცხადა, რომ თუ ნეიმარი ვარჯიშს სრულყოფილად ჩაატარებს, მას დიდი ალბათობით 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში ვიხილავთ.

ტიტემ ინფორმაცია დაადასტურა - ნეიმარი გამოჯამრთელდა და დიდი ალბათობით სამხრეთ კორეიის წინააღმდეგაც ითამაშებს

ნეიმარმა ტრამვა სერბეთთან შეხვედრაში მიიღო

"ის დღეს შუადღისას ივარჯიშებს და თუ კარგად ივარჯიშებს, ითამაშებს - განაცხადა ტიტემ. მას ჰქონდა კონკრეტული სავარჯიშო პროგრამა, არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, თუმცა ის სამხრეთ კორეასთან მატჩისთვის მზად იქნება.

გუნდს კამერუნთან მიღებული დაზიანების გამო გაბრიელ ჟესუსი და ალექს ტელეში გამოაკლდა. როგორც მედიაში იწერება ჟესუსი მატჩამდე მცირე დისკომფორტს გრძნობდა. ამაზე ტიტემ ჟურნალისტებს აგრესიულად უპასუხა და ისინი საჯაროდ გააკრიტიკა.

"არ მიყვარს ტყუილების მოსმენა - ეს საშინელი ბრალდებაა. შეწყვიტეთ ყალბი ამბების გაცემა. არსენალს აქვს შესანიშნავი სამედიცინო დეპარტამენტი, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი სამედიცინო დეპარტამენტი. ჩვენ ეთიკურები ვართ. ძალიან ვწუხვართ გაბრიელისთვის, მაგრამ ეს ინფორმაცია სიცრუეა."

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბრაზილია სამხრეთ კორეას 5 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი