ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ორმა ქალიშვილმა და ერთმა შვილიშვილმა განაცხადეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული სამშაბათიდან ჰოსპიტალიზირებულია COVID-19-ით გამწვავებული რესპირატორული ინფექციის სამკურნალოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექცია ამ ასაკში რთული გადასატანია, როგორც ბრაზილელის ოჯახის წევრები ამბობენ 82 წლის მოზარდს საფრთხე არ ემუქრება.
"ახლა პელეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ექიმებმა გვითხრეს მას საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე დღე ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და დიდი ალბათობით შემდეგ გაწერენ ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოდან." - თქვა არტურ არანტეს დო ნასიმენტომ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ინფექციასთან ერთად კიბოს წინააღმდეგაც იბრძვის. რამდენიმე თვის წინ იყო მსგავსი პრობლემა, თუმცა იქ ყველაფერი კარგად დასრულდა. იმედია 'ფეხბურთის ღმერთი' მალე გადალახავს ამ წინააღმდგობას და ოჯახს დაუბრუნდება.