VIDEO: მბაპემ უოკერს ხელი გაუწოდა, კაილმა კი ფრანგი დააიგნორა » სპორტის ხაზი

VIDEO: მბაპემ უოკერს ხელი გაუწოდა, კაილმა კი ფრანგი დააიგნორა

VIDEO: მბაპემ უოკერს ხელი გაუწოდა, კაილმა კი ფრანგი დააიგნორა
11-12-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/4 ფინალების ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა საფრანგეთსა და ინგლისს შორის გაიმართა, რომელიც დიდიე დეშამის გუნდმა 2:1 მოიგო და ტურნირის 1/2 ფინალში კვალიფიცირდა.

შეხვედრამდე უდიდესი ინტრიგა კილიან მბაპესა და კაილ უოკერის დაპირისპირებას ჰქონდა - პსჟ-ის ვარსკვლავის ექსტრაორდინალური სისწრაფე ის იარაღია, რასაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იდეალურად იყენებს. სწორედ ამიტომ, ინგლისელები იმედოვნებდნენ, რომ კაილ უოკერის ფიზიკური მონაცემები მბაპეს გაჩერების შესაძლებლობას შექმნიდა, რაც რამდენად რეალური იყო, ეს თავად შეაფასეთ.

უბრალოდ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ: კადრებში ნაჩვენებია, თუ როგორ უწვდის თამაშამდე გვირაბში ხელს კილიან მბაპე კაილ უოკერს, ინგლისელი ფეხბურთელი კი ფრანგს სრულებით აიგნორებს - იხილეთ ვიდეო.

შეგახსენებთ, რომ ფრანგები მუნდიალის 1/2 ფინალს ვალიდ რეგრაგის მაროკოს წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი