პარიზში 6-ჯერ მეტ ხელფასს მისცემენ | კვარაცხელიას ფრანგები ეპატიჟებიან » სპორტის ხაზი

პარიზში 6-ჯერ მეტ ხელფასს მისცემენ | კვარაცხელიას ფრანგები ეპატიჟებიან

პარიზში 6-ჯერ მეტ ხელფასს მისცემენ | კვარაცხელიას ფრანგები ეპატიჟებიან
14-05-2024, 13:31
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ გეზი მადრიდის რეალისკენ აიღო და მისი პარიზული კარიერა დასრულდა, პარი სენ-ჟერმენის მფლობელი ფრანგი შემტევის ჩამნაცვლებელს გამალებით ეძებს.

უკვე საკმაოდ ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ხელაიფის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელშიც ფრანგებს აურელიო დე ლაურენტისისთვის 100 მილიონ ევრომდე გადახდა უპრობლემოდ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლის პრეზიდენტს კვარას გაყიდვა არ სურს, მისივე სიტყვებით, ის სარფიანი წინადადებისთვის გვერდის ავლას არ შეეცდება.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი ხვიჩა კვარაცხელიას ექვსჯერ გაუმჯობესებულ შემოსავალს სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ კვარაცხელია პსჟ-ში წლიურად არა 1.2-ს, არამედ 6 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს, რაც კონტრაქტის ასტრონომიულად გაუმჯობესებას ნიშნავს.

გარდა ამისა, ხვიჩა კვარაცხელია პარიზში მთავარი ლიდერისა და სუპერვარსკვლავის სტატუსით ჩავა და დიდი იქნება ალბათობა იმისა, რომ ლუის ენრიკემ ახალი ფორმაციის გუნდი სწორედ ქართველი ვინგერის გარშემო ჩამოაყალიბოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი