60 წლის შემდეგ პირველად - ტიაგო მოტამ სასწაული მოახდინა » სპორტის ხაზი

60 წლის შემდეგ პირველად - ტიაგო მოტამ სასწაული მოახდინა

60 წლის შემდეგ პირველად - ტიაგო მოტამ სასწაული მოახდინა
14-05-2024, 16:54
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგას მომავალ სეზონში "ბოლონია" შეუერთდება, რასაც ბევრი ნამდვილად ვერ იფიქრებდა.

დიახ, ბოლონიელებმა გასულ წელს იტალიის სერია ა-ში მე-9 ადგილი დაიკავეს, ამჟამად კი მე-3 ადგილს იყოფენ "იუვენტუსთან" ერთად.

მიმდინარე სეზონში ტიაგო მოტამ იმდენი შეძლო, რომ მათ გაუძლეს "ფიორენტინას", "ლაციოს", "რომასა" და ხვიჩას "ნაპოლის" კონკურენციას, ისინი მათზე უკან მოიტოვეს და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც გაინაღდეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლოს "ბოლონია" ამ ტურნირზე 1964/65 წლების სეზონში გამოვიდა, მაშინ, როდესაც ამ ლიგას ყველა ევროპული თასით იცნობდა. ყველაფრის შემდეგ 59 წელია გასული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი