'მე ვიხდი ქუდს შენს წინაშე, ღმერთმა დაგლოცოს' - რივალდოს სურს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონატის თასით ხელში იხილოს » სპორტის ხაზი

'მე ვიხდი ქუდს შენს წინაშე, ღმერთმა დაგლოცოს' - რივალდოს სურს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონატის თასით ხელში იხილოს

'მე ვიხდი ქუდს შენს წინაშე, ღმერთმა დაგლოცოს' - რივალდოს სურს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონატის თასით ხელში იხილოს
14-12-2022, 17:01
Aa Aa
გაზიარება:

ხორვატიასთან დამაჯერებელი ანგარიშით (3:0) მოგების შემდეგ, არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც გუნდი საფრანგეთისა და მაროკოს შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება.

მსოფლიო ჩემპიონატი ჯერჯერობით განსაკუთრებულად კარგად მიმდინარეობს ლეო მესისთვის, რომლის მსოფლიო ჩემპიონატის თასით ხელში ნახვას არაერთი ადამიანი ნატრობს.

ერთ-ერთი კი ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რივალდოა, რომელმაც თავის ინსტაგრამის გვერდზე განაცხადა, რომ ბრაზილიის გავარდნის შემდეგ, მისი ფავორიტი არგენტინის ნაკრებია. მან ასევე დასძინა, რომ მოხარული იქნება, თუ მესი მსოფლიო ჩემპიონატის თასს აღმართავს.

"ბრაზილიის ნაკრების გავარდნის შემდეგ მთელი ჩემი ყურადღება არგენტინის ნაკრებისკენაა მიპყრობილი. მესი გენიალურია და ის იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის აღმართვას.

'მე ვიხდი ქუდს შენს წინაშე, ღმერთმა დაგლოცოს' - რივალდოს სურს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონატის თასით ხელში იხილოს

ლეო მესი და არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არიან

მესი იმსახურებს ამას იმისთვის როგორიც არის, იმისთვის თუ როგორ სანახაობრივ ფეხბურთს გვანახებს. მე ვიხდი ქუდს შენს წინაშე ლეო, ღმერთმა დაგლოცოს."


შეგახსენებთ, რომ 35 წლის არგენტინელმა ფინალამდე, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის მიწერა მოახერხა. ამასთან მესი ხორვატიასთან მატჩის შემდეგ მე-4 ჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, რაც 2022 წლის გათამაშების საუკეთესო შედეგია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი