მსოფლიო ჩემპიონატის კოლმინაციამდე ორი დღით ადრე ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მეკარემ, ჟულიო სეზარმა ფინალში თავისი ფავორიტი გუნდი დაასახელა. როგორც 'ინტერის' ყოფილმა კიპერმა განაცხადა, მას საფრანგეთის გამარჯვება სურს.
ფინალის ფავორიტი ნაკრები : "როგორც ბრაზილიელი მხარს საფრანგეთს ვუჭერ. მე მიყვარს მესი. ის ჩემთვის წარმოუდგენელი და ფანტასტიკური ფეხბურთელია, თუმცა არგენტინის თასით ხელში ხილვა არ მსურს. ასე იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ ბრაზილიელები ფინალში იქნებოდნენ - არგენტინელები მხარს საფრანგეთს დაუჭერდნენ."
ბრაზილიის დასანანი მარცხი : "მუნდიალიდან ნებისმიერ გავარდნა ცუდია, რადგან ფეხბურთელები შრომობენ და თითქოს ეს არ უფასდებათ. სამწუხაროდ, ფეხბურთი ფეხბურთია. ზოგჯერ საუკეთესოებიც მარცხდებიან."