FOURFOURTWO: "საქართველო ევრო 2024-ზე უბრალო მონაწილეობისთვის არ წავა" » სპორტის ხაზი

FOURFOURTWO: "საქართველო ევრო 2024-ზე უბრალო მონაწილეობისთვის არ წავა"

FOURFOURTWO: "საქართველო ევრო 2024-ზე უბრალო მონაწილეობისთვის არ წავა"
14-05-2024, 14:09
Aa Aa
გაზიარება:

პოპულარულმა უცხოურმა გამოცემამ, კერძოდ FourFourTwo-მ სტატია საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ევრო 2024-ის შესახებ გამოაქვეყნა.

როგორც ვკითხულობთ, საქართველოს შემადგენლობა საკმაოდ კარგადაა დაბალანსებული და ვილი სანიოლის ბიჭები დიდ ტურნირზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ წავლენ.

"ეს ყოფილი საბჭოთა ქვეყანა თავის პირველ დიდ ტურნირს ითამაშებს. მათ გზად ლუქსემბურგის და საბერძნეთის ჩამოტოვება მოახერხეს. ამ უკანასკნელის დამარცხების შემდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მისი მოედანი ქართველი გულშემატკივრებით გაივსო, რაც სავსებით ბუნებრივია, რადგან ამავე ნაკრებმა ნამდვილი საფეხბურთო ისტორია დაწერა."

"საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე შემადგენლობაში ტალანტის ნაკლებობა არ ექნება. მათი მთავარი ვარსკვლავი ნაპოლის აღმოჩენა ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც მაგიის შექმნა არაფრიდან შეუძლია. გარდა ამ მოთამაშისა, ქართველებს ბევრი გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც ერთ გუნდად ვილი სანიოლმა შეკრა."

"ამ ქვეყნის მოსახლეობა 3 მილიონზე ნაკლებია და მათთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა უკვე დიდი მიღწევაა, თუმცა საქართველო არ აპირებს, რომ ტურნირზე მხოლოდ და მხოლოდ მონაწილეობისთვის გაემგზავროს. მათ ჯგუფში თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია ჰყავთ, სადაც ქართველებს შეეძლებათ, რომ თავიანთი შანსების გამოყენების შემთხვევაში ჯგუფური ეტაპის მოულოდნელობა შემოგვთავაზონ"
, - წერს გამოცემა საქართველოს ნაკრების სამომავლო ვოიაჟზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ოფიციალური თარიღით 14 ივნისს დაიწყება, საქართველო კი პირველ თამაშს 18 რიცხვში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი