იბრაჰიმოვიჩი: "ერთხელ აბანოში გული წამივიდა" » სპორტის ხაზი

იბრაჰიმოვიჩი: "ერთხელ აბანოში გული წამივიდა"

იბრაჰიმოვიჩი: "ერთხელ აბანოში გული წამივიდა"
14-05-2024, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

ზლატან იბრაჰიმოვიჩი "იუვენტუსში" გატარებულ წელებს იხსენებს და პუბლიკასთან ერთი ფაქტი აღიარა.

"მახსოვს, "იუვესთან" ერთად მოგებული პირველი სკუდეტოს შემდეგ აბანოში გული წამივიდა. ეს ტრეზეგეს ბრალი იყო. ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლება მეტი დამელია.

"მაიძულებდა, რომ არაყი არაყზე გადამეკრა, ერთი მეორეს მიყოლებით. საბოლოოდ აბანანოში მძინარემ დავასრულე. ახლა არაყს ბევრად უკეთესად ვიტან", - განაცხადა ზლატანმა.

ცნობისთვის, იბრაჰიმოვიჩი 2004 წლიდან 2006 წლამდე გამოდიოდა ტურინელთა რიგებში, კალჩოპოლის ინტრიგის მერე კი (როცა კლუბის სერია ბე-ში დაქვეითდა) მან გუნდი დატოვა.

პირველი სკუდეტო შვედმა 2004 წელს სწორედ "იუვენტუსთან" ერთად მოიგო და იმ სეზონში კლუბის მობმარდირიც გახდა 16 გატანილი გოლით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი