La Repubblica-ს ჟურნალისტი: "წესით, ნაპოლის ახალი სეზონიდან ეს კაცი ჩაიბარებს" » სპორტის ხაზი

La Repubblica-ს ჟურნალისტი: "წესით, ნაპოლის ახალი სეზონიდან ეს კაცი ჩაიბარებს"

La Repubblica-ს ჟურნალისტი: "წესით, ნაპოლის ახალი სეზონიდან ეს კაცი ჩაიბარებს"
14-05-2024, 14:31
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რაღაც ორი ტურია დარჩენილი, რომლებსაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ფიორენტინასთან და ლეჩესთან გამართავს.

La Repubblica-ს ჟურნალისტი, ანტონიო კორბო ამბობს, რომ აურელიო დე ლაურენტისი ფრანჩესკო კალცონას ჩამნაცვლებელს სწორედ ელჩესთან მატჩის ჩატარების შემდეგ გამოაცხადებს.

კორბოს ინფორმაციით, ახალი სეზონიდან პარტენოპეის დამრიგებელი ატალანტას ამჟამინდელი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი იქნება, რომელმაც მიმდინარე სეზონში ატალანტა ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა. გარდა ამისა, გასპერინის ბერგამოული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც აქვს მიყვანილი და წესით, ისინი მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.

სხვათა შორის, კორბო იმასაც ამბობს, რომ გასპერინი უპირატესობას 3-5-2 ტაქტიკას მიანიჭებს, ამ შემთხვევაში კი შესაძლებელი იქნება, რომ ხვიჩაც და ვიქტორიც ერთობლივად გაიყიდიონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი