მიქაუტაძე მარსელში ობამეიანგის შემცვლელად | გიორგის ცხელი ტრანსფერი » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე მარსელში ობამეიანგის შემცვლელად | გიორგის ცხელი ტრანსფერი

მიქაუტაძე მარსელში ობამეიანგის შემცვლელად | გიორგის ცხელი ტრანსფერი
14-05-2024, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესაშური სათამაშო ფორმა ცნობილი საფეხბურთო კლუბებისთვის შეუმჩნეველი არ რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგისთვის აიაქსში სეზონი ცუდად დაიწყო, მან მეორე ნახევარი აბსოლუტურად შემოატრიალა და მეცში გასაოცრად ათამაშდა, რის ხარჯზეც ქართველმა ბევრი გრანდის, მათ შორის მარსელის ყურადღებაც მიიპყრო.

როგორც მოელიან, მარსელი სეზონის დასრულების შემდეგ ობამეიანგმა უნდა დატოვოს, რომელსაც საუდის არაბეთის ლიგას უკავშირებენ, მის ჩამნაცვლებლად კი მარსელში სწორედ მიქაუტაძეს მოიაზრებენ.

გიორგი ლიგა 1-ში უბრალოდ ბრწყინავს. მიუხედავად იმისა, რომ ის ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ და არაორგანიზებულ კლუბში თამაშობს, ქართველი გოლების გატანას მაინც სტაბილურად აგრძელებს და უკვე 13 ბურთს მოუყარა თავით, რომლითაც მიქაუტაძე ბომბარდირთა დავის მე-7 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი