ფეხბურთიგვერდი 494
სანდრო ტონალის აგენტმა ფეხბურთელის დაავადებაზე ისაუბრა
ახლაგაზრდა იტალიელი ნახევარმცველის, სანდრო ტონალის აგენტმა პრესასთან ბოლო დროს გახმაურებულ საქმეზე კომენტარი გააკეთა.

საქმე ეხება იტალიურ მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ამბებს, რომელშიც "სკუადრა აძურას" ფეხბურთელებზე საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება.

კერძოდ, ჟურნალისტი სანდრო ტონალისა და ნაკრების სხვა რამოდენიმე ფეხბურთელს აზარტული თამაშებისაკენ მიდრეკილებაში ამხელს.

ამ საქმეზე განცხადება გააკეთა ფეხბურთელის აგენტმა და თქვა, რომ მისი კლიენტი ამჟამად დამოკიდებულებას ებრძვის და ცხოვრების რთულ ეტაპზეა, ხოლო მისი მიზანია, გხდეს იმ ახალგაზრდებისთვის ინსპირაცია, რომლებიც აზარტული თამაშებზე არიან დამოკიდებულნი, რამეთუ ეს დაავადებაა.
17-10-2023, 22:00
კატარულმა კონსორციუმმა მანჩესტერ იუნაიტედის შეძენაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობდა საუბრები "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო გასხვისების შესახებ, კერძოდ, კლუბის შეძენით კატარელი ინვესტორები ინტერესდებოდნენ.

მოლაპარაკებები საწყის ეტაპზე ჩავარდა, რადგან კლუბის ამჟამინდელ მფლობელებს, ძმებ გლეიზერებს კლუბის უფრო ძვირად გაყიდვა სურთ.

შეიხი იასამი და მისი კომპანიონები კლუბს უკვე წლებია აკვირდებიან, თუმცა გლეიზერების მიერ დაწესებული ფასის გადახდას არ აპირებენ და ინგლისური გრანდის შეძენა გადაიფიქრეს.

ამ ამბავზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც წერს და ამბობს, რომ ამჟამად 100%-ით გამორიცხულია "იუნაიტედის" კატარელებისთვის მიყიდვა.
17-10-2023, 21:57
კიდევ ერთი წარმატება - ორი ქართველი მორაგბე საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ორი ქართველი მორაგბე საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
17-10-2023, 20:11
იტალიური მედია: "სავარაუდოდ, საზონოვს "ინტერთან" სასტარტოში ვიხილავთ"
საბა საზონოვმა "უდინეზესთან" მიღებული ტრავმა მოიშუშა, თუმცა მან ტურინის "იუვენტუსთან" შეხვედრა და საქართველოს ნაკრების მთლიანი შეკრება გამოტოვა.
17-10-2023, 14:46
ნიდერლანდელი ჟურნალისტი: "მიქაუტაძეს არასწორ პოზიციაზე ათამაშებენ"
გიორგი მიქაუტაძეს საკლუბო დონეზე რთული პერიოდი აქვს, თუმცა საქართველოს ნაკრებში ჯერ ტაილანდის ნაკრებს პოკერი შეუსრულა, შემდეგ კი კვიპროსსაც პენალტი გაუტანა.
16-10-2023, 22:23
გოჩოლეიშვილსა და აზაროვს ახალი მწვრთნელი ჰყავთ
პატრიკ ვან ლეუვენმა და დონეცკის "შახტარმა" თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყვიტეს - აღნიშნული ინფორმაცია უკრაინული გუნდის ვებ-გვერდმა დაადასტურა.
16-10-2023, 22:14
ცნობილია - რამდენად სერიოზულია ოსიმენის ტრავმა
საუდის არაბეთსა და ნიგერიის შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენმა ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა მატჩის დასრულება ვერ შეძლო და მინდორი ნაადრევად დატოვა.
16-10-2023, 22:09
VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ჯვარი დაიწერეს.
ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო:
16-10-2023, 20:03