„აიაქსის“ ფან-კლუბი : მიქაუტაძეს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება » სპორტის ხაზი

„აიაქსის“ ფან-კლუბი : მიქაუტაძეს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება

„აიაქსის“ ფან-კლუბი : მიქაუტაძეს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება
16-10-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებში გიორგი მიქაუტაძის წარმატებულ და შედეგიან თამაშს ამსტერდამის აიაქსის გულშემატკივართა ვებგვერდი გამოეხმაურა და 22 წლის თავდამსხმელის წარმატებულ თამაშზე გაამახვილა.

"გიორგი მიქაუტაძეს აიაქსში რთული პერიოდი აქვს, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თავის კლასს აჩვენებს. ტაილანდთან ოთხი გოლის შემდეგ მან კვიპროსსაც გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კვიპროსელებთან თავდამსხმელი თავიდან სათადარიგოთა სკამზე იყო. 2:0-ის შემდეგ ის მოედანზე გამოჩნდა და დამატებულ დროში თერთმეტმეტრიანით ანგარიში 4:0 გახადა."


ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ფორვარდს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება

„ამსტერდამის აიაქსში მთავარი მწვრთნელის, მორის სტეინის საქმიანობას წარუმატებლად მიიჩნევენ და თუ 49 წლის სპეციალის ხელმძღვანელობით გუნდი მომავალ მატჩებსაც წააგებს, მისი გადაყენება გარდაუვალი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ალექს კროსი 15 მარტამდე ოფიციალურად ჯერ არ იკავებს გენერალური მენეჯერის ადგილს, მომავალ დამსაქმებელს მხარს დაუჭერს ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაში.

კრუსის ალკმაართან კონტრაქტი აიაქსის თანამშრომლებთან მის კონტაქტებს ზღუდავს. თუმცა, ეს ხელს არ უშლის, რომ გუნდზე გავლენა მოახდინოს. მაგალითად, კრუსმა კონსულტაცია გაუწია ლუი ვან გაალს, რომელიც ახლახან აიაქსში სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაბრუნდა. გარდა ამისა, კრუსი აქტიურად ცდილობს ახალ მწვრთნელად ჯონ ვან შიპისა ან მარინ ბეკერის დანიშვნას
."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი