საბა საზონოვმა "უდინეზესთან" მიღებული ტრავმა მოიშუშა, თუმცა მან ტურინის "იუვენტუსთან" შეხვედრა და საქართველოს ნაკრების მთლიანი შეკრება გამოტოვა.
ტურინული გამოცემა Toronews იტყობინება, რომ საზონოვი სანაკრებო პაუზის შემდეგ მილანის "ინტერთან" შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობის კანდიდატია:
"საბა საზონოვი გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ "ინტერთან" ძირითად შემადგენლობაშიც იქნება. ტრავმა, რომლის გამოც წინა თამაში გამოტოვა, წარსულს ჩაბარდა, ის სათამაშოდ 100%-ით მზადაა. სანაკრებო პაუზა საზონოვმა პროდუქტიულად გამოიყენა."
ჯერჯერობით, "ტორინოში" საზონოვმა ორი შეხვედრა ჩაატარა, ერთხელ ცვლილებაზე შემოვიდა, მეორედ კი ტრავმის გამო მოედანი დატოვა.