ცნობილია - რამდენად სერიოზულია ოსიმენის ტრავმა » სპორტის ხაზი

ცნობილია - რამდენად სერიოზულია ოსიმენის ტრავმა

ცნობილია - რამდენად სერიოზულია ოსიმენის ტრავმა
16-10-2023, 22:09
Aa Aa
გაზიარება:

საუდის არაბეთსა და ნიგერიის შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენმა ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა მატჩის დასრულება ვერ შეძლო და მინდორი ნაადრევად დატოვა.

გამოკვლევების შედეგად ოსიმენს მარჯვენა ბარძაყის საშუალო დონის დაზიანება დაუდასტურდა, რის გამოც მოედანს 1 თვე გამოაკლდება.

შესაბამისად, ტრავმის გამო ის ნოემბრის სანაკრებო პაუზამდე იუქმებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ოსიმენი "ნაპოლის" საკმაოდ მნიშვნელოვან თამაშებში გამოაკლდება - ის იუქმებს "ვერონას", "უნიონ ბერლინის", "მილანის", "სალერნიტანას", ისევ "უნიონ ბერლინისა" და "ემპოლის" წინააღმდეგ.

მიმდინარე სეზონის 10 შეხვედრაში ოსიმენმა 6 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი