ერიკ კანტონა: "პალესტინის მხარდაჭერა ამას არ ნიშნავს" » სპორტის ხაზი

ერიკ კანტონა: "პალესტინის მხარდაჭერა ამას არ ნიშნავს"

ერიკ კანტონა: "პალესტინის მხარდაჭერა ამას არ ნიშნავს"
17-10-2023, 19:24
Aa Aa
გაზიარება:

ისრაელ - პალესტინის კონფლიქტი კვლავ გაღვივდა, რამაც მსოფლიო კვლავ 2 ბანაკად დაყო.

როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა ერიკ კანტონა ამ ომში პალესტინას უჭერს მხარს, რასაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მოწმობს:

"პალესტინის მოსახლეობის უფლებების დაცვა ჰამასის მხარდაჭერას არ ნიშნავს. როდესაც ამბობ "თავისუფლება პალესტინას", ეს არ ნიშნავს რომ ანტისემიტი ხარ და ყველა ებრაელის განადგურება გინდა.

სიტყვები "თავისუფლება პალესტინას" ნიშნავს რომ გათავისუფლდეს ეს ქვეყანა ისრაელის 75-წლიანი ოკუპაციისგან, გათავისუფლდეს 2.3 მილიონი ადამიანი ტყვეობისგან. ისინი მსოფლიოს ყველაზე დიდ ციხეში არიან გამოკეტილები, რომელიც ღია ცის ქვეშაა.

სიტყვები "გაათავისუფლეთ პალესტინა" ნიშნავს გათავისუფლდეს ის ისრაელის ხელისუფლების აპარტეიდისგან და მიეცეს თავის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის კონტროლის საშუალება."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი