"საერთოდ არ მაინტერესებს ეს მსოფლიოს ჩემპიონატი" - ერიკ კანტონა » სპორტის ხაზი

"საერთოდ არ მაინტერესებს ეს მსოფლიოს ჩემპიონატი" - ერიკ კანტონა

"საერთოდ არ მაინტერესებს ეს მსოფლიოს ჩემპიონატი" - ერიკ კანტონა
23-09-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ჩემპიონატამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და ბუნებრივია, რომ ყველაზე დიდი სანაკრებო ფორუმის გარშემო არსებული ტემპერატურა ზრდადი ტემპებით იმატებს. მიუხედავად ამისა, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, კერძოდ ერიკ კანტონა 2022 წლის ჩემპიონატის მოლოდინით აღფრთოვანებული ნამდვილად არ არის.

"გულახდილად თუ ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ჩემთვის მსოფლიოს ჩემპიონატი არ არის. რეალურად, არ ვარ წინააღმდეგი ჩემპიონატის ისეთ ქვეყანაში ჩატარების, სადაც საფეხბურთო ხელშეწყობისა და განვითარების შანსია, მაგალითად სამხრეთ აფრიკასა ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ყატარი საფეხბურთო ქვეყანა არ არის. ყველაფერი მხოლოდ ფულს შეეხება და საშინელებაა ის, თუ როგორ მოექცნენ სტადიონების ასაგებად დასაქმებულ ადამიანებს", - ერიკ კანტონა.

შეგახსენებთ, რომ ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სტადიონების შენების პროცესი მიმდინარეობდა, რასაც უამრავი მუშის სიცოცხლე შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ მუშათა საერთო რაოდენობა 6500-ია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი