დუდა სანაძემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვე გაუცდება » სპორტის ხაზი

დუდა სანაძემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვე გაუცდება

დუდა სანაძემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვე გაუცდება
16-10-2023, 22:52
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა დუდა სანაძემ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციისთვის 2-3 თვე დასჭირდება.


„ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას მივიღე, გამაყუჩებლებით ვთამაშობდი. მუხლი მაწუხებდა და იმედი მქონდა, რომ ვარჯიშსა და თამაშში ხელს არ შემიშლიდა, მაგრამ ტკივილმა კიდევ უფრო მოიმატა. საჭირო გახდა მცირე ოპერაცია, რისთვისაც საქართველოში ჩამოვედი" - განუცხადა ქართველმა კალათბურთელმა 1 არხს.

უდა სანაძემ ოპერაცია გასულ კვირაში გაიკეთა და რეაბილიტაციას საქართველოს ნაკრების ექიმის, თემურ ხვედელიძესთან, კლინიკა „სპორტული მედიცინა და ბიოლოგიაში“ გადის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი