ნიდერლანდელი ჟურნალისტი: "მიქაუტაძეს არასწორ პოზიციაზე ათამაშებენ" » სპორტის ხაზი

ნიდერლანდელი ჟურნალისტი: "მიქაუტაძეს არასწორ პოზიციაზე ათამაშებენ"

ნიდერლანდელი ჟურნალისტი: "მიქაუტაძეს არასწორ პოზიციაზე ათამაშებენ"
16-10-2023, 22:23
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძეს საკლუბო დონეზე რთული პერიოდი აქვს, თუმცა საქართველოს ნაკრებში ჯერ ტაილანდის ნაკრებს პოკერი შეუსრულა, შემდეგ კი კვიპროსსაც პენალტი გაუტანა.

ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა ტაივერ მაინდერტმა ქართველ ფეხბურთელზე განაცხადა, რომ ამსტერდამის "აიაქსი" მას სწორად არ იყენებს:

"გუნდში ის ბევრს ვერ თამაშობს, თუმცა ნაკრებში ბრწყინავს. ჯამში 5 გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ თავისი უნარები და გოლის გატანის ალღო არ დაკარგვია. ამბობს, რომ "აიაქსში" არასწორ პოზიციაზე ათამაშებენ და მართალიცაა, მას ფორვარდის ამპლუაში ვერ ვხედავთ", - განაცხადა მან.

ჯერჯერობით, მიქაუტაძემ მხოლოდ 3 შეხვედრაში ითამაშა და ჯერჯერობით უგოლოდაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი