ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი : :მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და სამი ქულა ძალიან გვჭირდება" » სპორტის ხაზი

ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი : :მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და სამი ქულა ძალიან გვჭირდება"

ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი : :მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და სამი ქულა ძალიან გვჭირდება"
16-10-2023, 22:54
Aa Aa
გაზიარება:

აქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა, დინამო თბილისის მცველმა, საბა ხვადაგიანმა და შვეიცარიული ბაზელის 18 წლის ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ ისაუბრეს შვედეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ, რომელიც 17 ოქტომბერს ბათუმი არენაზე გაიმართება.

გაბრიელ სიგუა: „ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხვალ შვედეთთან შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დასრულდეს. მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და სამი ქულა ძალიან გვჭირდება. ტაქტიკურად მზად ვართ. მთავარია, საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ“.

საბა ხვადაგიანი: „შვედეთი რთული მეტოქეა და ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვიცით, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. იმედია, გავიმარჯვებთ და სამ ქულას მოვიპოვებთ“.


სამი ტურის შემდეგ საქართველოსა და შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრებებს ჯგუფში 6-6 ქულა აქვთ და ერთმანეთის კონკურენტები არიან


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი