გოჩოლეიშვილსა და აზაროვს ახალი მწვრთნელი ჰყავთ » სპორტის ხაზი

გოჩოლეიშვილსა და აზაროვს ახალი მწვრთნელი ჰყავთ

გოჩოლეიშვილსა და აზაროვს ახალი მწვრთნელი ჰყავთ
16-10-2023, 22:14
Aa Aa
გაზიარება:

პატრიკ ვან ლეუვენმა და დონეცკის "შახტარმა" თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყვიტეს - აღნიშნული ინფორმაცია უკრაინული გუნდის ვებ-გვერდმა დაადასტურა.

რაც შეეხება ნიდერლანდელი სპეციალისტის შემცვლელს, მას დროებით დარიო სრნა გაწვრთნის, შემდეგ კი სავარაუდოდ "შახტარი" ახალ მთავარ მწვრთნელს იპოვნის.

უცნობია, თუ რის საფუძველზე მოხდა ორმხრივად კონტრაქტის გაწყვეტა - "შახტარი" უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და მოგების შემთხვევაში გალიდერდება.

ლუევენის თავკაცობით ირაკლი აზაროვი სტაბილურად ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი როტაციაში გახლდათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი