უკრაინული გამოცემა - 'შახტარმა გოჩოლეიშვითან კონტრაქტი უკვე გააფორმა' » სპორტის ხაზი

უკრაინული გამოცემა - 'შახტარმა გოჩოლეიშვითან კონტრაქტი უკვე გააფორმა'

უკრაინული გამოცემა - 'შახტარმა გოჩოლეიშვითან კონტრაქტი უკვე გააფორმა'
15-11-2022, 22:04
Aa Aa
გაზიარება:

დონეცკის 'შახტარმა' საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენა მცველ გიორგი გოჩოლეიშვილთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, ამის შესახებ ინფორმაციას ua-football.com-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკზე დაყრდნობით გვიზიარებს.

„გოჩოლეიშვილსა და დონეცკის შახტარს შორის კონტრაქტი გაფორმებულია. დონეცკელები ფეხბურთელს განაცხადში გაზაფხულისთვის შეიყვანენ. ქართველი მოთამაშის შეძენა ზაფხულში დნიპრო 1-საც სურდა, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.“ – ამბობს ციგანიკი.

უკრაინელმა ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ „შახტარი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს 21 წლის ხორვატ ანტონიო მარინთან, რომელიც გუნდს იმ პირობით შეუერთდება, თუ ზამთარში „შახტარი“ მიხაილ მუდრიკს რომელიმე ევროპულ გუნდში სასურველ ფასად გაუშვებს.

„აღსანიშნავია, რომ გოჩოლეიშვილი მანამდე მხოლოდ საქართველოში თამაშობდა. მან 4 მატჩი ჩაატარა თავისი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში. Transfermarkt-ი 21 წლის ქართველ ფეხბურთელს 600 000 ევროდ აფასებს“ – წერს უკრაინული გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი