დინამო თბილისი უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად მალტის დედაქალაქ ვალეტაში ჩარტერული რეისით ჩავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მალტას 21 ფეხბურთის შემადგენლობით ეწვია. ტრავმების გამო თბილისურ კლუბს თორნიკე კირკიტაძე და მუსა სანგარე ვერ დაეხმარებიან.