"მარადიშვილს ჩვენთან თამაში ოფიციალურად შეუძლია" - ალექსანდრე იაშვილი » სპორტის ხაზი

"მარადიშვილს ჩვენთან თამაში ოფიციალურად შეუძლია" - ალექსანდრე იაშვილი

"მარადიშვილს ჩვენთან თამაში ოფიციალურად შეუძლია" - ალექსანდრე იაშვილი
24-01-2024, 23:34
Aa Aa
გაზიარება:

Europop-მა ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან, რომელმაც ბევრი საინტერესო საკითხი მიმოიხილა.

აქედან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო პერიოდში გახმაურებული საკითხი გახლავთ, რომელიც კონსტანტინე მარადიშვილის ეროვნულ გუნდში დამატებას ეხება. აი, რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით ალექსანდრე იაშვილი:

"რაც შეეხება მარადიშვილის თემას: ამ საკითხზე ფიფასთან მუშაობა დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო. ფეხბურთელს ჰქონდა და აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი. ფიფასგან მივიღეთ დასტური: კონსტანტინე მარადიშვილს ოფიციალურად შეუძლია საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში."

"ჩვენი გუნდი, მუდმივად აწარმოებს სელექციის პროცესს და აკვირდება ყველა იმ ფეხბურთელს, რომელსაც ქართული წარმომავლობა გააჩნია. მნიშვნელოვანია, როგორც ფეხბურთელის მონაცმეები, ისე სურვილი და მონდომება, იასპარეზონ საქართველოს სახელით და ითამაშონ საკუთარი ქვეყნის მაისურით."

"ყველა სანაკრებო დონეზე ჩვენი მიზანია ის, რომ კონკურენცია გაიზარდოს და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრები გუნდების მწვრთნელებს მეტი არჩევანი ჰქონდეთ, დანარჩენი კი მათი გადასაწყვეტია - გამოიძახებენ თუ არა ამა თუ იმ ფეხბურთელს კონკრეტული მატჩისთვის"
, - ამბობს ალექსანდრე იაშვილი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი