მკაცრი სასჯელი მარიო რუის - ნაპოლის პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილება » სპორტის ხაზი

მკაცრი სასჯელი მარიო რუის - ნაპოლის პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილება

მკაცრი სასჯელი მარიო რუის - ნაპოლის პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილება
გუშინ, 11:10
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის დაწყების წინ, ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მარიო რუის განუცხადა, რომ ის მის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა.

პარალელურად, მარიო რუის სერიოზული წინადადები ჰქონდა თურქული გუნდებიდან, თუმცა, პორტუგალიელი მცველი კვლავ ნაპოლიში რჩება და გუნდის დატოვებას არ აპირებს, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ 33 წლის მცველმა გუნდის დატოვება თავისი პირობებით სურდა, რაც ცხადია ნაპოლის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს არ მოეწონა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დე ლაურენტისის გადაწყვეტილებით მარიო რუის გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება არ აქვს, თავის მხრივ კი მცველი დახმარებისთვის იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციას მიმართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი