დინამო თბილისის ახალი ტრანსფერი - ოსკარ სანტისი დინამოელია » სპორტის ხაზი

დინამო თბილისის ახალი ტრანსფერი - ოსკარ სანტისი დინამოელია

დინამო თბილისის ახალი ტრანსფერი - ოსკარ სანტისი დინამოელია
25-01-2024, 01:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბმა, დინამო თბილისმა დღეს მორიგი ტრანსფერი გამოაცხადა.

დედაქალაქელების ღირსებას გვატემალის ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევი - ოსკარ სანტისი დაიცავს.

"დინამო თბილისის რიგებს გვატემალის ნაკრების 24 წლის შემტევი - ოსკარ სანტისი შეუერთდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2+1 ოფციით გაფორმდა. ვინგერი ჩვენს გუნდს თურქეთში შეუერთდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდგომ კი თბილისურ კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.

სანტისმა პროფესიული კარიერა ადგილობრივ სუჩიტეპეკესში დაიწყო, შემდეგ კი 4 სეზონი ადგილობრივი ფეხბურთის გრანდ - კომუნიკასიონესში გაატარა. ბოლო ორი სეზონი ოსკარი საფეხბურთო კლუბ ანტიგუას ღირსებას იცავდა.

ოსკარ სანტისი გვატემალის ნაკრების წევრია, რომლის რიგებშიც 29 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 9 გატანილი გოლია.

სანტისი გვატემალის ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული და კონკაკაფის ლიგის ჩემპიონია."
- ვკითხულობთ დინამო თბილისის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.