ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს სიმონე ინძაგი "ინტერს" დატოვებს, რადგან მისი კონტრაქტი ივნისში იწურება, მაგრამ არ არის წინააღმდეგი, რომ შეთანხმება გაახანგრძლივოს.
თავის მხრივ, არც მილანური გრანდია თანამშრომლობის წინააღმდეგი, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც სიმონეზეა, რომელსაც კლუბთან შემდეგი მოთხოვნა აქვს.
"SportItalia" იუწყება, რომ სპეციალისტი იმ შემთხვევაში დარჩება "ნერაძურის" შემადგენლობაში, თუ კლუბი ლიდერს არ გაუშვებს, ზუსტად ისე, როგორც ამას გასულ წლებში აკეთებდა სიმონეს მოსვლის დღიდან. თუნდაც რომელუ ლუკაკუ, აშრაფ ჰაკიმი და ანდრე ონანას გაყიდვის მაგალითები რომ ავიღოთ.
თუ კლუბის ადმინისტრაცია ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, არის შანსი, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს და თანამშრომლობა გააგრძელონ.
შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგიმ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონობა უკვე მოიპოვა.