იტალიის ნაკრებისა და მილანის ინტერის ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ალესანდრო ბასტონიმ ბელგიელი თანაგუნდელის, რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ფორმის კვლავ აღსადგენად დრო სჭირდება:
"ჩვენ ლუკაკუსგან ველით, რომ ფორმას აღიდგენს და სეზონის მეორე ნახევარში დაგვეხმარება. მას, უბრალოდ დრო სჭირდება ძველი ფიზიკური კონდიციების დასაბრუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ ლუკაკუ ამას შეძლებს." - თქვა ბასტონიმ.
შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუ ჩელსიდან ინტერში იჯარით გასულ ზაფხულს დაბრუნდა, თუმცა მიღებული ტრავმის გამო, ბელგიელმა ფორვარდმა მინდორზე მხოლოდ 256 წუთი გაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.
ამჯერად, ინტერში იმედოვნებენ, რომ ლუკაკუ იტალიაში გატარებული პირველი სეზონის გემოს გაიხსენებს და ინტერისთვის კვლავ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ 4 იანვარს, სიმონე ინძაგის ბიჭები სერია A-ს ლიდერს, ნაპოლის ეთამაშებიან.