"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინისიუს ჯუნიორზე ისაუბრა, რომელიც "ბაიერნის" წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
"ვინისიუსი? მასზე იმის თქმა შემიძლია, რომ ვგრძნობ, ძალიან ახლოსაა ოქროს ბურთის მოგებასთან.
"ის, რასაც ვინი ამ სეზონში აკეთებს დიდებულია. იგი ყოველთვის საჭირო მომენტში ჩნდება და რაც აუცილებელია იმას აკეთებს", - აცხადებს ანჩელოტი.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელის ანგარიშზე 21 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა 36 მატჩში.