ხვიჩაზე თითქმის სამჯერ დიდი ხელფასით - პოლიტანო ახალ კონტრაქტს აფორმებს » სპორტის ხაზი

ხვიჩაზე თითქმის სამჯერ დიდი ხელფასით - პოლიტანო ახალ კონტრაქტს აფორმებს

ხვიჩაზე თითქმის სამჯერ დიდი ხელფასით - პოლიტანო ახალ კონტრაქტს აფორმებს
24-01-2024, 00:22
Aa Aa
გაზიარება:

მატეო პოლიტანომ არაბული კლუბების შეთავაზებას უარით პასუხობს და ნეაპოლურ კლუბთან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ შეთანხმება ყველა დეტალზე მიღწეულია, კონტრაქტის გახანგრძლივება კი ოფიციალურად მომდევნო კვირაში, ან მაქსიმუმ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ მოხდება.

პოლიტანო ნაპოლიში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება და მას ხელფასსაც მოუმატებენ, რის საფუძველზეც სეზონში 3.2 მილიონ ევროს მიიღებს, თითქმის სამჯერ მეტს, ვიდრე კვარაცხელია.

მატეო "ნაპოლიში" 2020 წელს "ინტერიდან" თავდაპირველად იჯარის, ხოლო შემდეგ სრული ტრანსფერის საფუძველზე გადავიდა და 174 მატჩში 29 გოლსა და 24 საგოლე გადაცემას ითვლის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.