რამაზ სვანაძემ ახალგაზრდულ ნაკრებთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა » სპორტის ხაზი

რამაზ სვანაძემ ახალგაზრდულ ნაკრებთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა

რამაზ სვანაძემ ახალგაზრდულ ნაკრებთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა
25-01-2024, 02:23
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა, რამაზ სვანაძემ სფფ-სთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

"საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. მიმდინარე კონტრაქტი, 42 წლის სპეციალისტთან - ერთი წლით გაგრძელდა, რომელიც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

რამაზ სვანაძე, 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წლის თებერვლიდან მუშაობს. მას შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა, 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, 4-ჯერ დამარცხდა და 6 მატჩი ფრედ დასრულდა.

ამ პერიოდში, 21-წლამდე ნაკრების ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უკავშირდება, სადაც რამაზ სვანაძის გუნდმა, ჯგუფში პორტუგალიას, ბელგიას და ნიდერლადნებს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. დინამო არენაზე გამართულ მეოთხედფინალში კი გუნდი ტურნირს ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხით გამოეთიშა.

რამაზ სვანაძე ეროვნული გუნდების სტრუქტურაში, 2018 წლიდან მუშაობს, ჯერ 18-წლამდე, შემდეგ კი 19-წლამდე ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში, 19-წლამდელებმა საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი წარმატებით, პირველი ადგილით დაძლიეს, ხოლო 2020 წელს გასამართი ელიტ რაუნდი პანდემიის გამო აღარ ჩატარდა."
- ვკითხულობთ ეროვნული ნაკრების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი