სირილ ნგონჟის დამატების შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისი კიდევ ერთი ბელგიელის, ლეანდერ დენდონკერის დამატებას აპირებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო აქვეყნებს, რომლის მტკიცებითაც, დენდონკერი ნაპოლიში ივნისამდე დარჩება, იტალიელებს კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, აურელიო დე ლაურენტისს ბელგიელი მოთამაშის იჯარა 9 მილიონ ევრომდე დაუჯდება.
ცნობისთვის, დენდონკერი აქამდე ანდერლხეტში, ვულვერჰემპტონსა და ასტონ ვილაში თამაშობდა.