ლიეტუვის ნაკრების მოთამაშე - დინამო თბილისმა ახალი ტრანსფერი განახორციელა » სპორტის ხაზი

ლიეტუვის ნაკრების მოთამაშე - დინამო თბილისმა ახალი ტრანსფერი განახორციელა

ლიეტუვის ნაკრების მოთამაშე - დინამო თბილისმა ახალი ტრანსფერი განახორციელა
24-01-2024, 00:44
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა და ტრანსფერი განახორციელა.

დედაქალაქელებმა ლიეტუვის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დანიელ რომანოვსკი ლიეტუვური "შიულაიადან" დაიმატეს.

"ლიეტუვის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი - დანიელ რომანოვსკი დინამოში ითამაშებს. ჩვენს კლუბსა და ვილნიუსელ ფეხბურთელს შორის 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

დანიელ რომანოვსკი ვილნიუსის ჟალგირისის აღზრდილია და იმავე კლუბში 6 წელი ასპარეზობდა. სხვადასხვა დროს შტუმბრასის, კაუნასის ჟალგირისის, დონეცკის ოლიმპიკის და ბანგას ღირსებას იცავდა. ბოლო ორი სეზონი რომანოვსკიმ შიაულიაის ფორმით გაატარა. ლიეტუვის ყველა ასაკობრივი ნაკრების გარდა, დანიელ რომანოვსკის ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს გამართული.

დანიელ რომანოვსკი ლიეტუვის ორგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელია. მას ასევე ქვეყნის სუპერთასი აქვს მოგებული."
- ვკითხულობთ დინამო თბილისის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი