გაუშვებს თუ არა ტორინო საბა საზონოვს იჯარით - კლუბის პასუხი » სპორტის ხაზი

გაუშვებს თუ არა ტორინო საბა საზონოვს იჯარით - კლუბის პასუხი

გაუშვებს თუ არა ტორინო საბა საზონოვს იჯარით - კლუბის პასუხი
24-01-2024, 12:24
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში ტორინოს სპორტული დირექტორის, დავიდე ვანიატის კომენტარი ვრცელდება, რომელსაც ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველზე, საბა საზონოვზე აკეთებს:

"ტორინოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება ის, რომ საზონოვი სადმე გავუშვათ, თუნდაც იჯარით", - ამბობს ვანიატი და ადასტურებს, რომ დარჩენილ სეზონს საზონოვი კვლავ იტალიაში გაატარებს.

აღნიშნულის შესახებ ეჭვები იმიტომ გაჩნდა, რომ საზონოვი ტორინოს შემადგენლობაში ძალიან ცოტას თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველს არანაირი პრობლემა არ აწუხებს, ის შეხვედრებში ყოველთვის სათადარიგოთა სკამიდან ერთვება, რის გამოც გაჩნდა ვარაუდი, რომ საბას ტორინო უნდა დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდის ფეხბურთელს მიმდინარე სერია A-ში ტორინოს მაისურით ჯამურად 5 თამაში აქვს გამართული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი