"ის ნამდვილი ლიდერივით მოიქცა" - რა გააკეთა ხვიჩამ დაჯილდოების ცერემონიალზე » სპორტის ხაზი

"ის ნამდვილი ლიდერივით მოიქცა" - რა გააკეთა ხვიჩამ დაჯილდოების ცერემონიალზე

"ის ნამდვილი ლიდერივით მოიქცა" - რა გააკეთა ხვიჩამ დაჯილდოების ცერემონიალზე
24-01-2024, 13:32
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლი იტალიის სუპერ თასის ფინალში დამარცხდა, კვარას ლიდერის თვისებები მაინც არ დაუკარგავს.

როგორც La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, ქართველი ფეხბურთელი დაჯილდოების ცერემონიალზე თითოეულ თანაგუნდელთან მივიდა და ყველა მათგანის გამხნევება სცადა.

როგორც ზემოაღნიშნული წყარო წერს, ქართველმა ფეხბურთელმა ამ ჟესტით მისთვის დამახასიათებელი ლიდერული თვისებები მორიგ ჯერზე გამოავლინა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერ თასის ფინალში ნაპოლი ინტერთან 1-0 დამარცხდა, ერთადერთი გოლი კი ლაუტარო მარტინესმა მატჩის მიწურულს გაიტანა და ნერაძურის მორიგი ტიტული მოუტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი