საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
წამყვანი ევროპული სტატისტიკური კომპანიების მონაცემებით, ქართველმა მეკარემ თავის პოზიციაზე მოთამაშეებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა (7.9) და საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა. მისმა გუნდმა ოთხეულში მყოფი ბილბაოს "ატლეტიკი" - 1:0 დაამარცხა, ქართველმა კი მორიგი შესანიშნავი მატჩი შემოგვთავაზა.
"ვალენსიას" 21 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციაზეა, შემდეგ მატჩს მამარდაშვილის გუნდი 28 იანვარს, მადრიდის "ატლეტიკოსთან" სტუმრად გამართავს.