მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე "მილანისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ოლივიე ჟირუ შესანიშნავად გამოიყურება. მან უკვე გადაუსწრო ტიერი ანრის და თავისი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ბომბარდირი გახდა. ჟირუ თავდაპირველად კატარში არც კი აპირებდა წასვლას, მაგრამ "მილანში" წარმატებული ასპარეზობისა და კარიმ ბენზემას ტრავმის შემდგომ "მამლებისთვის" შეუცვლელი ფიგურა გახდა.