დალიჩი: "მესის წინააღმდეგ პერსონალურ მეურვეობას არ გამოვიყენებთ" » სპორტის ხაზი

დალიჩი: "მესის წინააღმდეგ პერსონალურ მეურვეობას არ გამოვიყენებთ"

დალიჩი: "მესის წინააღმდეგ პერსონალურ მეურვეობას არ გამოვიყენებთ"
12-12-2022, 10:15
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინასთან გასამართი შეხვედრის წინ ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა ნახევარფინალისა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ მესის წინააღმდეგ დაცვა დაგვჭირდება, მაგრამ მის წინააღმდეგ პერსონალურ მეურვეობას არ გამოვიყენებთ. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ წინა თამაშში ბრაზილიის წინააღმდეგაც. ვიცით, მესი როგორ დარბის, რამდენად უყვარს ბურთთან მუშაობა.

დისციპლინა თავდაცვის მთავარი ასპექტი იქნება. თუ ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ ის, რაც გავაკეთეთ ბრაზილიის წინააღმდეგ, მაშინ საშიში არაფერია.

არგენტინის თამაშის დეტალურ ანალიზს გავაკეთებთ, რადგან აქამდე მათზე კონცენტრაცია ნამდვილად არ გვქონია. მესი კვლავ ამ გუნდის მთავარი მოთამაშეა. ის კარგად თამაშობს და გუნდს მიუძღვება. ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებიც ჰყავთ, ძალიან საშიშად გამოიყურებიან.

მაგრამ არგენტინამ აჩვენა, რომ პრობლემები ჰქონდა, რადგან ნიდერლანდებთან მატჩში 2-0- ს იგებდნენ და ეს ყველაფერი 2-2, შემდეგ კი პენალტების სერიაში დასრულდა. ჩვენზეა დამოკიდებული, ვაჩვენებთ თუ არა ჩვენს საუკეთესო ფეხბურთს და შევალთ თუ არა თამაშში 100%-იანი კონცენტრაციით“- განაცხადა ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

არგენტინა-ხორვატიის ნახევარფინალური მატჩი 13 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი