უოკერი მბაპეზე: 'მის გარდა საფრანგეთში ბევრი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან' » სპორტის ხაზი

უოკერი მბაპეზე: 'მის გარდა საფრანგეთში ბევრი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან'

უოკერი მბაპეზე: 'მის გარდა საფრანგეთში ბევრი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან'
10-12-2022, 16:27
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ სტადიაზე ინგლისი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება და მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას შეეცდება. ამ შეხვედრისთვის მთავარი ყურადღება რა თქმა უნდა კილიან მბაპეზეა, რომლის მთავარი მეტოქე პოზიციურად გამოცდილი მცველი კაილ უოლკერი იქნება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე 'მანჩესტერ სიტის' მარჯვენა-მცველმა კილიან მბაპეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 'პსჟ'-ს ლიდერი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მბაპესთან დაპირისპირება : "ეს არ არის ინგლისი მბაპეს წინააღმდეგ, ეს არის ინგლისი-საფრანგეთი. ეს არც ჩემი და მბაპეს ჩოგბურთის მატჩია. მის გარდა საფრანგეთში ბევრი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან. მბაპეს პირველად არ ვხვდები, ვიცი ის როგორ გავანეიტრალო."

რას ნიშნავს საფრანგეთი-ინგლისი: "ეს ყოველთვის შესანიშნავ თამაშს, დიდ ბრძოლას ნიშნავს. მე მათ ტელევიზორში ვუყურებდი. ვამაყობ, რომ ასეთ თამაშს ვითამაშებ. ეს იქნება შესანიშნავი დუელი. ბევრი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მათ წინააღმდეგ, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა იზრუნონ ჩვენზე და არა პირიქით."

უოკერი მბაპეზე: 'მის გარდა საფრანგეთში ბევრი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან'

უოლკერს მბაპეს წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება აქვს

უოლკერის და მბაპეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე : "ცხადია გამოცდილება დამეხმარება, რადგან მას უკვე რამდენჯერმე ვეთამაშე და ვიცი მისი სტილი. ის ფანტასტიკური მოთამაშეა და ალბათ ახლა საუკეთესო ფორმაშია. ეს არ იქნება ადვილი ამოცანა. როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, გინდა საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში და ის არის ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო, ამჟამად მსოფლიოში"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი