"მათთან ბურთი მეტად უსაფრთხოა, ვიდრე ბანკში ფული", - იურანოვიჩს არგენტინის ნაკრების არ ეშინია » სპორტის ხაზი

"მათთან ბურთი მეტად უსაფრთხოა, ვიდრე ბანკში ფული", - იურანოვიჩს არგენტინის ნაკრების არ ეშინია

"მათთან ბურთი მეტად უსაფრთხოა, ვიდრე ბანკში ფული", - იურანოვიჩს არგენტინის ნაკრების არ ეშინია
12-12-2022, 14:32
Aa Aa
გაზიარება:

ხორვატიის ნაკრების და სელტიკის მარჯვენა მცველმა, იოსიპ იურანოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალურ ეტაპზე არგენტინასთან მატჩზე ისაუბრა.

27 წლის ფეხბურთელის თქმით, ხორვატებს არგენტინელების არ ეშინიათ, რადგან საიმედო ნახევარდაცვის ტრიო ჰყავთ:

"არგენტინის არ გვეშინია, რადგან ლუკა მოდრიჩი, მარსელო ბროზოვიჩი და მატეო კოვაჩიჩი გვყავს. ვფიქრობ, მათთან ბურთი მეტად უსაფრთხოდაა, ვიდრე მაგალითად, ბანკში ფული", - თქვა იურანოვიჩმა ხუმრობით.

ცნობისთვის, არგენტინასა და ხორვატიას შორის გასამართი მატჩი 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი