საფრანგეთისა და მაროკოს გულშემატკივრებმა პარიზში არეულობა მოაწყვეს » სპორტის ხაზი

საფრანგეთისა და მაროკოს გულშემატკივრებმა პარიზში არეულობა მოაწყვეს

საფრანგეთისა და მაროკოს გულშემატკივრებმა პარიზში არეულობა მოაწყვეს
11-12-2022, 11:51
Aa Aa
გაზიარება:

საერთაშორისო მედია Reuter-ის ცნობით, საფრანგეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პარიზში, ელისეის მინდვრებზე, როდესაც გულშემატკივრები ზეიმობდნენ საფრანგეთისა და მაროკოს გამარჯვებას მსოფლიო ჩემპიონატზე და ერონული ნაკრებების ტურნირის ნახევარფინალში გადასვლას.

ათასობით გულშემატკივარმა შეავსო პარიზის ცნობილი გამზირი მაროკოსა და პორტუგალიის მატჩის შემდეგ, სკანდირებდნენ, აფრიალებდნენ დროშებს. პოლიციის დიდი ნაწილის მობილიზების მიუხედავად უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა მათ ინგლისთან საფრანგეთის გამარჯვების შემდეგ.

Reuters TV-მ კადრებში აჩვენა, რომ ხალხი ამსხვრევდა მაღაზიების ვიტრინებს და იყო შეტაკება პოლიციასთან. ხანძარი ასევე შეინიშნებოდა ფრიდლენდის გამზირზე, ელისეის მინდვრებთან ახლოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი