ვინისიუსი: "ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე იყო" » სპორტის ხაზი

ვინისიუსი: "ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე იყო"

ვინისიუსი: "ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე იყო"
12-12-2022, 11:09
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს 1/4 ფინალში გამოეთიშა. "სელესაო" ხორვატიამ თერთმეტმეტრიანთა სერიაში დაამარცხა.ეს წაგება ბრაზილიის თითოეული ფეხბურთელისთვის მტკივნეული გამოდგა.

ვინისიუს ჯუნიორმა მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოქვეყნა. მადრიდის რეალის 22 წლის ფეხბურთელი თანამემულეებს პირდება, რომ ბრაზილია მიზანს მომავალ მუნდიალზე მიაღწევს.

"ვიტირე მოედანზე, ვიტირე გასახდელში, ვიტირე თვითმფრინავში, ვიტირე შინ დაბრუნებულმა და ვიტირებ ყოველთვის, როდესაც გამახსენდება, რა ახლოს ვიყავით… ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ცხოვრების ყველზე ცუდი დღე იყო. ძალიან დამწუხრებული ვარ.

ეს ტექსტი რამდენჯერმე დავწერე, შემდეგ კი წავშალე. არ მყოფნის სიტყვები, რათა გადმოვცე წუხილი. მხოლოდ ცრემლები დარჩა. სახიდან ღიმილი გაქრა და დრო დამჭირდება, რათა კვლავაც დავიბრუნო ის.

მიყვარს ფეხბურთი და ის მომცემს შესაძლებლობას, კვლავაც ავიყვანო ბრაზილია იქამდე, სადაც მართლა იმსახურებს ყოფნას - მწვერვალზე. უფლის ნება ყოველთვის მაღლა დგას ჩვენს გეგმებზე. ჩვენ ისეთი ძლიერები დავბრუნდებით, როგორც არასდროს.

ათასი ბოდიში, ბრაზილია. მნიშვნელოვან მომენტში დავმარცხდით და ყველა დავაღალატეთ, გვაპატიეთ… მადლობა მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. ერთიანი ბრაზილია მსოფლიოს 2026 წელს დაიპყრობს, დაიმახსოვრეთ ეს", - წერს ვინისიუსი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი