მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ხორვატიასთან განცდილი მარცხის შემდეგ 'პსჟ' - ფეხბურთელმა, ნეიმარ ჟუნიორმა გამოაქვეყნა თანამემამულეების მიერ გაგზავნილი წერილები იმის ნიშნად, თუ როგორ სურდა ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.
]"მე გადავწყვიტე მეჩვენებინა (მათი ნებართვის გარეშე) ეს წერილები, რათა მეჩვენებინა, თუ რამდენად გვინდოდა გამარჯვება და როგორი ერთიანები ვიყავით"
ნეიმარის დიალოგი მარკინიოსთან:
"ერთი პენალტი არ შეცვლის იმას, რასაც მე შენზე ვფიქრობ" - მისწერა ნეიმარმა მარკინიოსს ხორვატიასთან თერთმეტმეტრიანის გაფუჭების შემდეგ."ძალიან მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები" - უპასუხა ცენტრალურმა-მცველმა ნეიმარს instagram-ზე
მარკინიოსის გაფუჭებული პენალტით ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
ტიაგო სილვას მიმოწერა ნეიმართან:
"ჯანდაბაა. ძმაო, ეს იმაზე მეტად საშინელია, ვიდრე წარმომედგინა, მართლა. ვერ ვიტან, არ მჯერა, რომ წავაგეთ, არ მჯერა. ყოველ ჯერზე, როცა ამაზე ვფიქრობ, მინდა ვიტირო." ტიაგო სილვასთვის ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო