ჯოშკო გვარდიოლი 2002 წელს დაბადებული ხორვატი მცველია,მან კარიერა ზაგრების დინამოში დაიწყო და შემდეგ ლაიფციგში აღმოჩნდა.
გვარდიოლი ხორვატიაში თამაშის დროსაც ითვლებოდა გრანდების სამიზნეთ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მისი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
ამ ზაფხულს ლაიფციგმა ჩელსის 50 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა, შემდეგ კი მადრიდის რეალის 70-80 მილიონიანი შეთავაზებაზეც თქვა უარი.
ახლა კი გვარდიოლს 100 მილიონად აფასებენ, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხორვატი მცველის შეძენით, მადრიდის რეალი, ბაიერნი, ტოტენჰემი და სხვა ევროპული გრანდები ინტერესდებიან.